logo
ENG



"განვიხილეთ უკრაინის მომდევნო ნაბიჯები გამარჯვების გზაზე" - ზელენსკი ბაიდენს ესაუბრა

25 აგვ 202222:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/e4eutvgj46wfftm.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ესაუბრა და მასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მომავალი ნაბიჯები განიხილა.

ზელენსკის თქმით, პრეზიდენტებმა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მქონდა შესანიშნავი დიალოგი აშშ-ის პრეზიდენტთან. მას მადლობა გადავუხადე აშშ-ის მხრიდან უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის - როგორც უსაფრთხოების, ასევე ფინანსური კუთხით. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მომდევნო ნაბიჯები აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებამდე ჩვენს გზაზე და განვიხილეთ ომის დანაშაულების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა" - წერს ზელენსკი ტვიტერზე.


close დახურვა